დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Stringerბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2026
გამოწერა
ქალმა შვილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და პოლიეთილენის პარკში მოათავსა.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დედა დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა მიმდინარე წლის 22 თებერვალს ბათუმის ერთ-ერთი კლინიკაში მოხდა.
გამოძიების ცნობით, კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილის მოკვლის განზრახვით მას სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკში მოათავსა.
ახალშობილს, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკის სამედიცინო პერსონალმა გადაუდებელი და კომპლექსური სამედიცინო დახმარება გაუწია, თუმცა მიღებული დაზიანებების სიმძიმის გამო, იგი 27 მარტს, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სსკ-ის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობის შემდეგ უმალვე) წარდგენილ ბრალდებაში ცნო დამნაშავედ.
ყველა ახალი ამბავი
0