იმერეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2026
გამოწერა
ბრალდებულმა ნაცნობი მამაკაცი დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა იმერეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტრსო მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით ნაცნობი მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0