https://sputnik-georgia.com/20260805/miqanadze-pormebis-gakidva-1-seqtembridan-daickeba-299975935.html
მიქანაძე: სასკოლო ფორმების გაყიდვა საცალო და ონლაინ ფორმატში 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება
მიქანაძე: სასკოლო ფორმების გაყიდვა საცალო და ონლაინ ფორმატში 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება
Sputnik საქართველო
სასკოლო ფორმებს მოსწავლეების 6 კატეგორია უფასოდ მიიღებს. 05.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-05T18:54+0400
2026-08-05T18:54+0400
2026-08-05T18:54+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_0:52:1001:615_1920x0_80_0_0_7aad91b635543dc8095b71554acb10e1.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სკოლის ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება როგორც საცალო, ისე ონლაინ-რეჟიმში, კონკრეტული ბანკის ბარათით შეძენის შემთხვევაში კი იქნება შეღავათები, განაცხადა განათლების, მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი ბანკებთან, რომელთაც გარკვეული შეთავაზებები ექნებათ საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით. სასკოლო პიჯაკის ღირებულება – 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით არის განსაზღვრული. განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, განისაზღვრა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის თითოეული ერთეულის რეალიზაციის კონკრეტული საფასური: ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დადგენილი სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია. სასკოლო ფორმებს მოსწავლეების 6 კატეგორია უფასოდ მიიღებს. კერძოდ, ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურების იმ მოსწავლეებს, რომლებიც: 2026-2027 სასწავლო წელს სკოლებში ფორმების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით. წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით შედის ფორმები სკოლებში, მას ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მინისტრის განმარტებით, მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასშიც მოუწევს ფორმის ჩაცმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_55:0:944:667_1920x0_80_0_0_7bcc2b202bd038042ebcd5fd26d0a1ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
მიქანაძე: სასკოლო ფორმების გაყიდვა საცალო და ონლაინ ფორმატში 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება
სასკოლო ფორმებს მოსწავლეების 6 კატეგორია უფასოდ მიიღებს.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სკოლის ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება როგორც საცალო, ისე ონლაინ-რეჟიმში, კონკრეტული ბანკის ბარათით შეძენის შემთხვევაში კი იქნება შეღავათები, განაცხადა განათლების, მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება.
„უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული იმ პროცესზე, რომელიც ფორმების რეალიზაციასთან არის დაკავშირებული. იქნება როგორც საცალო, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმი. ამისთვის, შემუშავებულია სპეციალური პლატფორმა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი ბანკებთან, რომელთაც გარკვეული შეთავაზებები ექნებათ საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით.
სასკოლო პიჯაკის ღირებულება – 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით არის განსაზღვრული.
განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, განისაზღვრა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის თითოეული ერთეულის რეალიზაციის კონკრეტული საფასური:
სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის) - 45 ლარი;
სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის) - 25 ლარი;
სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის) - 45 ლარი;
სასკოლო შარვალი (გოგოსთვის) - 25 ლარი;
სასკოლო ქვედაკაბა (როგორც მოკლე, ისე გრძელი) - 25 ლარი.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დადგენილი სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია.
სასკოლო ფორმებს მოსწავლეების 6 კატეგორია უფასოდ მიიღებს. კერძოდ, ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურების იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
2026-2027 სასწავლო წელს სკოლებში ფორმების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული.
პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით.
წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით შედის ფორმები სკოლებში, მას ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მინისტრის განმარტებით, მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასშიც მოუწევს ფორმის ჩაცმა.