https://sputnik-georgia.com/20260805/kobaxidze-saqartvelos-centraluri-aziis-qveknebtan-urtiertobaze-299973723.html
კობახიძე: საქართველო დაინტერესებულია ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცებით
კობახიძე: საქართველო დაინტერესებულია ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცებით
Sputnik საქართველო
ბოლო დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაააქტიურა პირდაპირი კონტაქტები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან 05.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-05T21:00+0400
2026-08-05T21:00+0400
2026-08-05T21:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299184180_0:197:2048:1349_1920x0_80_0_0_75fba9543355bdcd7539f04a1ae2b5af.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ბოლო დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაააქტიურა პირდაპირი კონტაქტები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან — ოფიციალური ვიზიტებით ჯერ ყირგიზეთს, ხოლო შემდეგ ტაჯიკეთსა და ყაზახეთს ეწვია, ასევე საქართველოში უმასპინძლა თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს.მისი თქმით, მომავალში მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რეგიონის ქვეყნებთან როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ყაზახეთთან და უზბეკეთთან, ასევე შეთანხმდა უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებაზე ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან.საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მუშაობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნის შესაძლებლობების გაფართოება „შუა დერეფნის“ განვითარების ფარგლებში, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე.შუა დერეფანიმარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.ამის შემდეგ საქართველო, საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის კვალდაკვალ, შუა დერეფნის აქტიური მონაწილე გახდა.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299184180_0:5:2048:1541_1920x0_80_0_0_e57f53d650002c5b5a15236e35c0fae2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
კობახიძე: საქართველო დაინტერესებულია ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცებით
ბოლო დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაააქტიურა პირდაპირი კონტაქტები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ბოლო დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაააქტიურა პირდაპირი კონტაქტები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან — ოფიციალური ვიზიტებით ჯერ ყირგიზეთს, ხოლო შემდეგ ტაჯიკეთსა და ყაზახეთს ეწვია, ასევე საქართველოში უმასპინძლა თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს.
„ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადობის განვითარებისთვის. მომავალშიც, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მომავალში მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რეგიონის ქვეყნებთან როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ყაზახეთთან და უზბეკეთთან, ასევე შეთანხმდა უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებაზე ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მუშაობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნის შესაძლებლობების გაფართოება „შუა დერეფნის“ განვითარების ფარგლებში, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
ამის შემდეგ საქართველო, საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის კვალდაკვალ, შუა დერეფნის აქტიური მონაწილე გახდა.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.