რამდენმა მომხმარებელმა მიმართა კონკურენციის სააგენტოს საჩივრით - ახალი ინფორმაცია

© photo: Sputnik / StringerTbilisi Mall
Tbilisi Mall - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის 7 თვეში სააგენტოში შემოსული განცხადებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 106 %-ით არის გაზრდილი
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 472 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 204 დარღვევის ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში სააგენტოში 1.508 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 4.655 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 106 %-ით არის გაზრდილი.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 93 მოვაჭრეს - 221 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 214.398 ლარის ოდენობით.
მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 139 საქმეზე 120 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70 % ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისს ლიდერობს, შემდეგ მოდის აჭარა - 6%, იმერეთი - 4%, ქვემო ქართლი - 2%, კახეთი - 2%, სამეგრელო ზემო-სვანეთი - 2 % და სხვა რეგიონები.
მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 628 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე - 334, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე - 355, ხოლო სხვა დანარჩენზე - 191.
სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 15 %.
სექტორებს რაც შეეხება, სტატისტიკის თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 15%-ს.
როგორ ხდება გასაჩივრება
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
ყველა ახალი ამბავი
0