https://sputnik-georgia.com/20260804/qrtamis-agebis-braldebit-batumis-meriis-tanamshromeli-daakaves-299948178.html
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულის მოვალეობა ქალაქში მიმდინარე მშენებლობების კონტროლი და უკანონო სამუშაოებზე რეაგირება იყო. 04.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-04T16:24+0400
2026-08-04T16:24+0400
2026-08-04T16:24+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
აჭარა
ბათუმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ბრალდებული ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი იყო. აღნიშნულ სამსახურში მის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა კლასის სამშენებლო ობიექტის კონტროლი, ასევე უნებართვოდ მიმდინარე და უკვე უკანონოდ განხორციელებულ სამუშაოებზე კანონით განსაზღვრული რეაგირების მოხდენა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ ქრთამი აიღო. მერიის თანამშრომელი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, აჭარა , ბათუმი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, აჭარა , ბათუმი , ახალი ამბები
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს
დაკავებულის მოვალეობა ქალაქში მიმდინარე მშენებლობების კონტროლი და უკანონო სამუშაოებზე რეაგირება იყო.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი იყო. აღნიშნულ სამსახურში მის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა კლასის სამშენებლო ობიექტის კონტროლი, ასევე უნებართვოდ მიმდინარე და უკვე უკანონოდ განხორციელებულ სამუშაოებზე კანონით განსაზღვრული რეაგირების მოხდენა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ ქრთამი აიღო. მერიის თანამშრომელი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს