https://sputnik-georgia.com/20260804/gamocdebis-shedegebis-gasachivreba-daicko-299938924.html
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დაიწყო
Sputnik საქართველო
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ 04.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-04T10:26+0400
2026-08-04T10:26+0400
2026-08-04T10:26+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/04/299473080_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a62f4e94303d1a3af03f883635e677d4.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს მასშტაბით არსებულ 24 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა - წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადები მიიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. სააპელაციო განაცხადის შესავსებად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.gov.ge.სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი შედეგის გასაჩივრების ღირებულება 50 ლარია, შეფასების ცვლილების შემთხვევაში კი თანხა უკან ბრუნდება. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში,თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.სააპელაციო განაცხადის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან, ონლაინ სწრაფი გადახდის ტერმინალებში ან „საქართველოს ბანკში" (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი).ცენტრის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა გადაიფიქრა სააპელაციო განაცხადის შემოტანა და შესაბამისად, სურს უკვე გადმოგზავნილი სააპელაციო განაცხადის გაუქმება, აუცილებელია განაცხადი გააუქმოს წერილობითი განცხადების საფუძველზე სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე. სააპელაციო ვადებში განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, თანხა დაუბრუნდება უკან.ასევე, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის დამატება ან წაშლა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ.იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/04/299473080_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_8f939ebc740fe39a5fc9b2bf9a86e091.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დაიწყო
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მასშტაბით არსებულ 24 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა - წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადები მიიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. სააპელაციო განაცხადის შესავსებად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.gov.ge.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი შედეგის გასაჩივრების ღირებულება 50 ლარია, შეფასების ცვლილების შემთხვევაში კი თანხა უკან ბრუნდება. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში,თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
სააპელაციო განაცხადის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან, ონლაინ სწრაფი გადახდის ტერმინალებში ან „საქართველოს ბანკში" (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი).
ცენტრის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა გადაიფიქრა სააპელაციო განაცხადის შემოტანა და შესაბამისად, სურს უკვე გადმოგზავნილი სააპელაციო განაცხადის გაუქმება, აუცილებელია განაცხადი გააუქმოს წერილობითი განცხადების საფუძველზე სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე. სააპელაციო ვადებში განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, თანხა დაუბრუნდება უკან.
ასევე, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის დამატება ან წაშლა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.