https://sputnik-georgia.com/20260803/tbilisshi-narkotikebi-amoiges-299932175.html
თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 6 პირი
თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 6 პირი
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 03.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-03T14:25+0400
2026-08-03T14:25+0400
2026-08-03T14:25+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 6 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციის ხელშეწყობასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანაში ედებათ. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, ისინი შემდგომში გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ერთ კილოგრამამდე კოკაინი, 5 კილოგრამი „მარიხუანა“, 5 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“, „ჰაშიში“, 520 ფირფიტა „ლიზერგიდი“ (LSD) და 23 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“.ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 6 პირი
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 6 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციის ხელშეწყობასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანაში ედებათ. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, ისინი შემდგომში გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ერთ კილოგრამამდე კოკაინი, 5 კილოგრამი „მარიხუანა“, 5 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“, „ჰაშიში“, 520 ფირფიტა „ლიზერგიდი“ (LSD) და 23 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.