https://sputnik-georgia.com/20260803/produqtebis-vebgverds-axali-dasaxelebebi-daemata-299936754.html
ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდს საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა
ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდს საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის www.ekalata.gov.ge-ზე 13 უმსხვილესი სავაჭრო ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზებაა წარმოდგენილი. 03.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-03T18:23+0400
2026-08-03T18:23+0400
2026-08-03T18:23+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364406_0:0:3543:1993_1920x0_80_0_0_b8e271e6f99085f39f5c95c71c322b86.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა - ვებ-გვერდს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებიც დაემატა. ივნისის ბოლოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ წარადგინა „საოჯახო კალათის" პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი გახდა 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასებიც. მათ შორისაა, კბილის პასტა, ხელის თხევადი და მყარ საპონი, შამპუნი, ჭურჭლის სარეცხი სითხე, სუფრის ხელსახოცი და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები. 3 აგვისტოს 12:00 საათის მდგომარეობით, პორტალზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 37.65 ლარს შეადგენს, ხოლო 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 38.16 ლარია. ამ დროისთვის www.ekalata.gov.ge-ზე 13 უმსხვილესი სავაჭრო ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზებაა წარმოდგენილი. პორტალზე ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე რეგულარულად ახლდება. www.ekalata.gov.ge ვებ-გვერდი საქართველოს მთავრობის ინიციატივისა და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული მოკლევადიანი სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმის მიზანია მომხმარებლისთვის საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა და FMCG სექტორში კონკურენტული გარემოს კიდევ უფრო გაძლიერება. საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. გასული პერიოდის განმავლობაში საბაზისო სასურსათო პროდუქტების ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 15%-ით შემცირდა, ხოლო ვებ-გვერდით ათასობით მომხმარებელმა ისარგებლა. საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364406_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_0d72ed4b18681188ae932205860b0057.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდს საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა
ამ დროისთვის www.ekalata.gov.ge-ზე 13 უმსხვილესი სავაჭრო ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზებაა წარმოდგენილი.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა - ვებ-გვერდს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებიც დაემატა.
ივნისის ბოლოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ წარადგინა „საოჯახო კალათის" პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი გახდა 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასებიც. მათ შორისაა, კბილის პასტა, ხელის თხევადი და მყარ საპონი, შამპუნი, ჭურჭლის სარეცხი სითხე, სუფრის ხელსახოცი და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები.
3 აგვისტოს 12:00 საათის მდგომარეობით, პორტალზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 37.65 ლარს შეადგენს, ხოლო 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 38.16 ლარია.
ამ დროისთვის www.ekalata.gov.ge-ზე 13 უმსხვილესი სავაჭრო ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზებაა წარმოდგენილი. პორტალზე ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე რეგულარულად ახლდება.
ვებ-გვერდი საქართველოს მთავრობის ინიციატივისა და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული მოკლევადიანი სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმის მიზანია მომხმარებლისთვის საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა და FMCG სექტორში კონკურენტული გარემოს კიდევ უფრო გაძლიერება.
საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. გასული პერიოდის განმავლობაში საბაზისო სასურსათო პროდუქტების ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 15%-ით შემცირდა, ხოლო ვებ-გვერდით ათასობით მომხმარებელმა ისარგებლა.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.