https://sputnik-georgia.com/20260803/kobaxidze-tu-sachiro-iqneba-kanonis-migeba-amazec-shegvizlia-msjeloba-299940965.html
კობახიძე: თუ საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა
კობახიძე: თუ საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, ამ ძალების საერთო მიზანია საქართველოს ეროვნული იდენტობის შელახვის მცდელობა. 03.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-03T19:00+0400
2026-08-03T19:00+0400
2026-08-03T19:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299183791_0:110:2048:1262_1920x0_80_0_0_6a1799bbb317adfc5d8580b23df3952e.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ნამდვილად საჭიროა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება - ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ასეთ პროცესებს დავუპირისპირდეთ და თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.გასულ კვირას საქართველოში ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მოტივით ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის წევრები მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია არიან. როგორც საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლებმა განაცხადეს, მათი მიზანია, მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს.მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტულ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დაკვეთა - სცადონ ეროვნული იდენტობის შესუსტება, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ.როგორც პრემიერმა აღნიშნა, კონკრეტულად წმინდანების, დიდი მეფეების და საზოგადო მოღვაწეების შეურაცხყოფა დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ქვეყანაში კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა. როგორც მისმა დამფუძნებელმა, MMA-ის (შერეული ორთაბრძოლების) მებრძოლმა გიორგი ქართველაშვილმა აღნიშნა, მოძრაობის წევრები მზად არიან, „ისტორია, სიწმინდეები, წინაპრები და რელიგია“ დაიცვან, „საჭიროების შემთხვევაში ციხეში წასვლითაც“ კი.მანამდე, MMA-ის (შერეული ორთაბრძოლების) მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად „ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ქვეყანაში საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა. ქართველიშვილმა მოძრაობის მიზნად ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვა დაასახელა. ახალი მოძრაობის შექმნა გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, მსგავსმა ინიციატივებმა, შესაძლოა, საზოგადოებაში ძალადობის ზრდა გამოიწვიოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299183791_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_faa941d369bb8fc34be91f45fb6b8e85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
კობახიძე: თუ საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა
კობახიძის თქმით, ამ ძალების საერთო მიზანია საქართველოს ეროვნული იდენტობის შელახვის მცდელობა.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ნამდვილად საჭიროა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება - ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ასეთ პროცესებს დავუპირისპირდეთ და თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გასულ კვირას საქართველოში ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მოტივით ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის წევრები მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია არიან. როგორც საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლებმა განაცხადეს, მათი მიზანია, მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს.
მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტულ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დაკვეთა - სცადონ ეროვნული იდენტობის შესუსტება, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ.
„ჩვენ ამ კანონპროექტზე ჯერ არ გვიმსჯელია, თუმცა, ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, ამისათვის იქნა შესაბამისი კანონები მიღებული და ესეც კი გააპროტესტეს... ვინც გააპროტესტა ამ კანონის მიღება, სწორედ ისინი ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან ხელოვნურად თესავენ სიძულვილს და აგრესიას ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კონკრეტულად წმინდანების, დიდი მეფეების და საზოგადო მოღვაწეების შეურაცხყოფა დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვია.
„მათი დაკვეთის არსი მარტივია - მათ ჩვენი ეროვნული იდენტობის შესუსტება უნდა სცადონ! ამისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს. ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ასეთ პროცესებს დავუპირისპირდეთ, თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა“, - განაცხადა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ქვეყანაში კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა. როგორც მისმა დამფუძნებელმა, MMA-ის (შერეული ორთაბრძოლების) მებრძოლმა გიორგი ქართველაშვილმა აღნიშნა, მოძრაობის წევრები მზად არიან, „ისტორია, სიწმინდეები, წინაპრები და რელიგია“ დაიცვან, „საჭიროების შემთხვევაში ციხეში წასვლითაც“ კი.
მანამდე, MMA-ის (შერეული ორთაბრძოლების) მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად „ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ქვეყანაში საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა. ქართველიშვილმა მოძრაობის მიზნად ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვა დაასახელა. ახალი მოძრაობის შექმნა გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, მსგავსმა ინიციატივებმა, შესაძლოა, საზოგადოებაში ძალადობის ზრდა გამოიწვიოს.