https://sputnik-georgia.com/20260802/vis-azleven-tavshesapars-saqartveloshi-299924267.html
ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში? ბოლო ცნობები
ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში? ბოლო ცნობები
Sputnik საქართველო
2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე 372 უცხოელს ეთქვა უარი 02.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-02T14:55+0400
2026-08-02T14:55+0400
2026-08-02T14:55+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297187037_45:0:1236:670_1920x0_80_0_0_122e18fe22a18e1b6837e92cdbfedfb7.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი ორ უცხოელს მიანიჭა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.უწყების ცნობით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ლტოლვილის სტატუსი ირანის, ჰუმანიტარული კი თურქეთის მოქალაქეს მიანიჭა. 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის პერიოდში სტატუსი არავის მიუღია.2026 წლის იანვარი-მარტის პერიოდში თავშესაფარი 201-მა უცხოელმა მოქალაქემ მოითხოვა, რომელთა უმეტესობა უკრაინის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ.შსს-ის მონაცემებით, იანვრიდან ივნისამდე პერიოდში საქართველოში თავშესაფარი 365-მა უცხოელმა მოქალაქემ მოითხოვა.თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. თავშესაფრის მიღებამდე, აღნიშნულ პირებს სპეციალურ ცენტრში ათავსებენ. 2026 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ცენტრში 672 უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება.თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ქვეყანა უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დეპორტაცია ემუქრებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297187037_194:0:1087:670_1920x0_80_0_0_e981fd8d909622e8db803786812f9d21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში? ბოლო ცნობები
2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე 372 უცხოელს ეთქვა უარი
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი ორ უცხოელს მიანიჭა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
უწყების ცნობით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ლტოლვილის სტატუსი ირანის, ჰუმანიტარული კი თურქეთის მოქალაქეს მიანიჭა. 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის პერიოდში სტატუსი არავის მიუღია.
2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე 372 უცხოელს ეთქვა უარი - ამ უარის უმეტესობა თურქეთის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეებს ეხებოდათ.
2026 წლის იანვარი-მარტის პერიოდში თავშესაფარი 201-მა უცხოელმა მოქალაქემ მოითხოვა, რომელთა უმეტესობა უკრაინის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ.
შსს-ის მონაცემებით, იანვრიდან ივნისამდე პერიოდში საქართველოში თავშესაფარი 365-მა უცხოელმა მოქალაქემ მოითხოვა.
თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. თავშესაფრის მიღებამდე, აღნიშნულ პირებს სპეციალურ ცენტრში ათავსებენ. 2026 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ცენტრში 672 უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება.
თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ქვეყანა უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დეპორტაცია ემუქრებათ.