https://sputnik-georgia.com/20260802/saqartvelos-ramdeni-moqalaqe-gamoazeves-evrokavshiridan-299915676.html
საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირიდან - მონაცემები განახლდა
საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირიდან - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება. 02.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-02T11:54+0400
2026-08-02T11:54+0400
2026-08-02T11:54+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_1fe9a2aa922294097d39559bb35e6aa9.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს 1.431 მოქალაქის სამშობლოში დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, რომელთაგან 20 პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების საფუძველზე უარი განაცხადა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალებში.დეპორტირებულთაგან 879 მამაკაცი, 199 ქალი და 273 არასრულწლოვანია. ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია (723 ადამიანი) განხორციელდა გერმანიიდან. შემდეგ მოდის საფრანგეთი (248), იტალია (81), პოლონეთი (52) და შვეიცარია (41).ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის. ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია.გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_2dbb3d00474c1c4b154831dc8a2e82ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირიდან - მონაცემები განახლდა
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს 1.431 მოქალაქის სამშობლოში დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, რომელთაგან 20 პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების საფუძველზე უარი განაცხადა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალებში.
დეპორტირებულთაგან 879 მამაკაცი, 199 ქალი და 273 არასრულწლოვანია. ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია (723 ადამიანი) განხორციელდა გერმანიიდან. შემდეგ მოდის საფრანგეთი (248), იტალია (81), პოლონეთი (52) და შვეიცარია (41).
შსს-ს ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ 20 დეპორტირებულს რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცა. მათი დეპორტაცია გერმანიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და რუმინეთიდან იყო დაგეგმილი.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის. ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.