https://sputnik-georgia.com/20260802/saqartvelos-cixeebshi-rekorduli-raodenobis-patimaria-299923067.html
საქართველოს ციხეებში რეკორდული რაოდენობის პატიმარია - მონაცემები განახლდა
საქართველოს ციხეებში რეკორდული რაოდენობის პატიმარია - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
1-ელი ივლისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში მხოლოდ 12 თავისუფალი ადგილია დარჩენილი 02.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-02T13:52+0400
2026-08-02T13:52+0400
2026-08-02T13:52+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_1298:0:4528:1817_1920x0_80_0_0_f612ce80fd01b5ed2746c038816bba94.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2026 წლის 1-ელი ივლისისთვის, ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 12.334 ადამიანი შეადგინა, რომელთა შორის 617 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.1-ელი ივლისის მდგომარეობით პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,31% შეადგინა. ამასთან, მსჯავრდებულთა მესამედი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის, დანარჩენები კი - პირველი ვადით.პატიმრების ძირითადი ნაწილი 18-დან 69 წლამდე მოქალაქეები არიან. მსჯავრდებულთა შორის 168 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 84 პირია. პატიმრების საერთო რაოდენობიდან 77,2%-ს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეადგენენ, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი ივლისის მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 12 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. სამი ციხე უკვე შევსებულია, იქ პატიმრების რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება.პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,8% 74 ქვეყნის უცხოელი მოქალაქეა - პენიტენციურ დაწესებულებებში ჯამში 1.830 უცხოელი პატიმარია. მათი უმრავლესობა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები არიან.1-ელი ივლისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში უცხოელი პატიმრებიდან ორი არასრულწლოვანი და 202 ქალი იმყოფებოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 619 განაჩენს ელოდება, დანარჩენები კი უკვე იხდიან სასჯელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_2105:0:4528:1817_1920x0_80_0_0_a12d2f42ff0f3d586ba3a16b1645f74a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს ციხეებში რეკორდული რაოდენობის პატიმარია - მონაცემები განახლდა
1-ელი ივლისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში მხოლოდ 12 თავისუფალი ადგილია დარჩენილი
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2026 წლის 1-ელი ივლისისთვის, ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 12.334 ადამიანი შეადგინა, რომელთა შორის 617 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
1-ელი ივლისის მდგომარეობით პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,31% შეადგინა. ამასთან, მსჯავრდებულთა მესამედი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის, დანარჩენები კი - პირველი ვადით.
პატიმრების ძირითადი ნაწილი 18-დან 69 წლამდე მოქალაქეები არიან. მსჯავრდებულთა შორის 168 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 84 პირია. პატიმრების საერთო რაოდენობიდან 77,2%-ს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეადგენენ, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.
გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი ივლისის მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 12 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. სამი ციხე უკვე შევსებულია, იქ პატიმრების რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება.
პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,8% 74 ქვეყნის უცხოელი მოქალაქეა - პენიტენციურ დაწესებულებებში ჯამში 1.830 უცხოელი პატიმარია. მათი უმრავლესობა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები არიან.
1-ელი ივლისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში უცხოელი პატიმრებიდან ორი არასრულწლოვანი და 202 ქალი იმყოფებოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 619 განაჩენს ელოდება, დანარჩენები კი უკვე იხდიან სასჯელს.