თბილისში მამაკაცი დაჭრეს: პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის საქმეზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0