კობახიძე: აჭარა და მისი მოსახლეობა საქართველოს მთავრობის ყურადღების მიღმა არ დარჩებიან

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2026
გამოწერა
აჭარის მაღალმთიანეთში ტრადიციული სახალხო ზეიმი „შუამთომა“ ყოველწლიურად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას კურორტ ბეშუმში იმართება.
რთბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ზრუნვას აჭარის ღირსშესანიშნავი რეგიონის განვითარებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში „შუამთობის" დღესასწაულზე.
აჭარის მაღალმთიანეთში ტრადიციული სახალხო ზეიმი „შუამთომა“ ყოველწლიურად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას კურორტ ბეშუმში იმართება. მასში ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს. საუკუნეებია დღესასწაული მთაში ყოფნის შუა პერიოდს ემთხვევა და ამიტომაც ეწოდება მას „შუამთობა”.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონის განვითარებას ემსახურება.
„მიხარია, რომ ყოველ წელს ასეთი სიხარულით ხვდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ყველა სტუმარი ამ დღესასწაულს. გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ, სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“, -განაცხადა კობაძიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით და ტრადიციებით.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც სტუმრებს უზიარებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ამოვდივართ მაღალმთიან აჭარაში. ეს კუთხე გამორჩეულია ყველა თვალსაზრისით, თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით და მდიდარია ყველა თვალსაზრისით. მთავარი სიმდიდრე ამ კუთხის არის ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი, გაუზიაროს ადამიანებს სიყვარული, სიხარული და ეს არის, რასაც ყოველ ჯერზე ვგრძნობთ“, -აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის მთის განვითარებაზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
„აჭარის რეგიონი ვითარდება წლიდან წლამდე, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მთავრობის სახელით მინდა დაგპირდეთ, რომ არ მოვაკლებთ ზრუნვას ამ არაჩვეულებრივ რეგიონს და არაჩვეულებრივ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.
დღეს, ღონისძიების ფარგლებში, ბეშუმში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.
„შუამთობა"
„შუამთობას“ ფესვები საუკუნეებში აქვს გადგმული. ზუსტად არავინ იცის, როდის ჩატარდა პირველად „შუამთობა“ აჭარის მაღალმთიანეთში. სამაგიეროდ კარგად არის ცნობილი, რომ დღესასწაული არა მარტო მთიანი აჭარის მოსახლეობისთვის, არამედ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის ყველა მცხოვრებისთვის საერთოა და მთიელი ხალხის ყველაზე საუკეთესო მისწრაფება, მიდრეკილებაა მასში ჩაქსოვილი.
საუკუნეებია დღესასწაული მთაში ყოფნის შუა პერიოდს ემთხვევა და ამიტომაც ეწოდება მას „შუამთობა”.
ბეშუმი პოპულარულია როგორც სტუმრებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ის გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1930 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტის თავისებურებაა ძალზე სუფთა, გამჭვირვალე ჰაერი. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ბრონქული ასთმით და, ზოგადად, სასუნთქი გზების დაავადების მქონე ადამიანებისთვის.
ბეშუმში საკურორტო სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება და სექტემბრის დასაწყისში მთავრდება.
ყველა ახალი ამბავი
0