https://sputnik-georgia.com/20260802/batumshi-narkodanashaulis-braldebit-5-piri-daakaves-299924924.html
ბათუმში 10 კგ-მდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 5 პირი
ბათუმში 10 კგ-მდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 5 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 02.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-02T14:29+0400
2026-08-02T14:29+0400
2026-08-02T14:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით ბათუმში 5 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის ერთი საქართველოს და ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულთა პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 100 გრამი და 127 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, ერთ კილოგრამზე მეტი „მარიხუანა“, ნახევარ კილოგრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 8 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“. პოლიციის მიერ ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ბათუმში 10 კგ-მდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 5 პირი
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით ბათუმში 5 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის ერთი საქართველოს და ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულთა პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 100 გრამი და 127 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, ერთ კილოგრამზე მეტი „მარიხუანა“, ნახევარ კილოგრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 8 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.
„ერთ-ერთ ბრალდებულს ბათუმში მდებარე ნაქირავებ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“ უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდა“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
პოლიციის მიერ ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.