https://sputnik-georgia.com/20260801/zebnili-paipura-daakaves-299912509.html
თბილისში „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი „ფაიფურა" დააკავეს
თბილისში „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი „ფაიფურა" დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2026 წლის 15 აპრილიდან დაუსწრებლად დაიწყო. 01.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-01T14:24+0400
2026-08-01T14:24+0400
2026-08-01T14:24+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი, მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყო ჩართული - შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა. „ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო, სადაც გადაწყდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის ბიზნესსაქმიანობიდან წილის სახით დიდი ოდენობით თანხას მიიღებდა, რასაც საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს გაუნაწილებდა, ხოლო დარჩენილ თანხას თავად მიისაკუთრებდა“, - ნათქვამია განცხადებაში. ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2026 წლის 15 აპრილიდან დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისში „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი „ფაიფურა" დააკავეს
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2026 წლის 15 აპრილიდან დაუსწრებლად დაიწყო.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი, მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყო ჩართული - შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა.
„ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო, სადაც გადაწყდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის ბიზნესსაქმიანობიდან წილის სახით დიდი ოდენობით თანხას მიიღებდა, რასაც საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს გაუნაწილებდა, ხოლო დარჩენილ თანხას თავად მიისაკუთრებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2026 წლის 15 აპრილიდან დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.