https://sputnik-georgia.com/20260801/policiam-1-piri-daakava-299911402.html
პენსიონერებისგან თითქმის 50 ათასი ლარი მოტყუებით მიითვისა: დაკავებულია 1 პირი
პენსიონერებისგან თითქმის 50 ათასი ლარი მოტყუებით მიითვისა: დაკავებულია 1 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 01.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-01T10:27+0400
2026-08-01T10:27+0400
2026-08-01T10:47+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს, თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა. ბრალდებული მოქალაქეებს სთავაზობდა, ნაღდი ფული წარმომავლობის დადგენის მოტივით მის მიერ გაგზავნილი შუამავლისთვის გადაეცათ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ის მოქალაქეების კუთვნილ 48 983 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. სამართალდამცველებმა მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პენსიონერებისგან თითქმის 50 ათასი ლარი მოტყუებით მიითვისა: დაკავებულია 1 პირი
10:27 01.08.2026 (განახლებულია: 10:47 01.08.2026) დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს, თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა.
„ამის შემდეგ ბრალდებული იმავე პირებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით კვლავ უკავშირდებოდა, ატყობინებდა, თითქოს მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვისა და ანგარიშებზე არსებული თანხები ჩამორთმევის საფრთხის წინაშე იყო“,- ნათქამია განცხადებაში.
ბრალდებული მოქალაქეებს სთავაზობდა, ნაღდი ფული წარმომავლობის დადგენის მოტივით მის მიერ გაგზავნილი შუამავლისთვის გადაეცათ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ის მოქალაქეების კუთვნილ 48 983 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე
დააკავეს. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.