საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანა სცადეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ.
სამართალდამცველებმა საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 79 აბი „სუბუტექსი“ და 12 აბი „მდმა“.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0