გონიოს გზაზე მანქანის საბარგულიდან მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2026
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. აჭარაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
უბედური შემთხვევა 2026 წლის 1-ელ აგვისტოს, გონიოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილის საბარგულში იჯდა, რა დროსაც საბარგულის ნაწილიდან ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0