დანაშაული საქართველოში: მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2026
გამოწერა
თითქმის 16,5-ჯერ გაიზარდა მექრთამეობა, ოთხჯერ - თანამდებობის ბოროტად გამოყენება და გავლენის უკანონოდ გამოყენება, თითქმის ორჯერ - სამსახურებრივი გულგრილობა.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში დაფიქსირებული დანაშაულის რაოდენობა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,8%-ით გაიზარდა და 29,9 ათასი შეადგინა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული 29.915 დანაშაულიდან გახსნილია საქმეების 72,87%.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი ისეთი დანაშაულების მაჩვენებელი, როგორიცაა გაუპატიურება და გარყვნილი ქმედება, იძულება, მუქარა და ადევნება, ასევე დოკუმენტების გაყალბება და ნარკოდანაშაული.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელი მაღალი რჩება, 2026 წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. პოლიციამ ჯამში 7,533 ასეთი დანაშაული დაარეგისტრირა, მაშინ როცა წინა წლის მაჩვენებელი 3.919 იყო.
ამასთან, საქართველოში ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შემოტანასთან დაკავშირებული დანაშაულების რაოდენობა, 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით, თითქმის 3,5-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელს, რომელიც საქართველოში დანაშაულად ითვლება მათთვის, ვინც აღნიშნული ქმედებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იყო მიცემული, 10,5-ჯერ გაიზარდა.
ასევე, თითქმის 67%-ით გაიზარდა ჩინოვნიკებისა და საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი. 2026 წლის პირველ ნახევარში მსგავსი 187 დანაშაული დაფიქსირდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში პოლიციამ 112 შემთხვევა დაარეგისტრირა.
გარდა ამისა, თითქმის 16,5-ჯერ გაიზარდა მექრთამეობა, ოთხჯერ - თანამდებობის ბოროტად გამოყენება და გავლენის უკანონოდ გამოყენება, თითქმის ორჯერ - სამსახურებრივი გულგრილობა.
ამასთან, ქვეყანაში შემცირდა ტრანსპორტთან, უსაფრთხოების წესების დარღვევებთან და ქონებასთან დაკავშირებული დანაშაულები.
ყველა ახალი ამბავი
0