https://sputnik-georgia.com/20260801/bsp-kulevis-qarxana-evrokomisiastan-tanamshromlobs-299915498.html
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თანამშრომლობს ევროკომისიასთან
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თანამშრომლობს ევროკომისიასთან
Sputnik საქართველო
ივლისის დასაწყისში Black Sea Petroleum-მა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს. 01.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-01T17:39+0400
2026-08-01T17:39+0400
2026-08-01T17:39+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ყაზახეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271097294_0:100:3283:1947_1920x0_80_0_0_03e7dbc80f3bf7914a61e80b41f006bb.jpg
თბილისი, 1-ელი აგვისტო - Sputnik. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აგრძელებს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და შესაბამის ინსტიტუტებთან. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი „ბლექ სი პეტროლეუმი“ ( Black Sea Petroleum) ავრცელებს. ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დაამტკიცა მეორადი შეზღუდვები საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე - სატრანზაქციო აკრძალვა ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ასევე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე. ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ამოქმედდება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ. ყულევის ნავთობტერმინალის ინფორმაციით, ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი. „2026 წლის 1-ელ ივლისს „ბლექ სი პეტროლიუმმა“ განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, „ბლექ სი პეტროლიუმსა“ და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას. 24 ივლისს ევროკომისიამ განაცხადა, რომ „ბლექ სი პეტროლიუმი“ მათთან აქტიურ კომუნიკაციაშია და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ კომპანიის მიერ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობისთვის არის განკუთვნილი. 2027 წლის პირველი კვარტლიდან კომპანია საგზაო ბიტუმის წარმოებას დაწყებას გეგმავს, ხოლო მეორე კვარტლიდან - საავიაციო საწვავის წარმოების. კომპანიის მონაცემებით, 2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ უზრუნველყო 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება. ივლისის დასაწყისში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა, Black Sea Petroleum-მა, განაცხადა რომ უახლოეს თვეებში რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს.
საქართველო
ევროკავშირი
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271097294_276:0:3007:2048_1920x0_80_0_0_b8f8baea77c2208d7a0b49e56a146a9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ყაზახეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ყაზახეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თანამშრომლობს ევროკომისიასთან
ივლისის დასაწყისში Black Sea Petroleum-მა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს.
თბილისი, 1-ელი აგვისტო - Sputnik. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აგრძელებს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და შესაბამის ინსტიტუტებთან. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი „ბლექ სი პეტროლეუმი“ ( Black Sea Petroleum) ავრცელებს.
ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დაამტკიცა მეორადი შეზღუდვები საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე - სატრანზაქციო აკრძალვა ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ასევე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე. ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ამოქმედდება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ.
„კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი - მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყულევის ნავთობტერმინალის ინფორმაციით, ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი.
„2026 წლის 1-ელ ივლისს „ბლექ სი პეტროლიუმმა“ განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, „ბლექ სი პეტროლიუმსა“ და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას.
„აღნიშნული ზომების ერთობლიობა გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლის, ქარხნის ოპერირების უწყვეტი და სტაბილური ფუნქციონირებისა“,- ნათქვამია განცხადებაში.
24 ივლისს ევროკომისიამ განაცხადა, რომ „ბლექ სი პეტროლიუმი“ მათთან აქტიურ კომუნიკაციაშია და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ კომპანიის მიერ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობისთვის არის განკუთვნილი.
2027 წლის პირველი კვარტლიდან კომპანია საგზაო ბიტუმის წარმოებას დაწყებას გეგმავს, ხოლო მეორე კვარტლიდან - საავიაციო საწვავის წარმოების.
კომპანიის მონაცემებით, 2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ უზრუნველყო 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება.
ივლისის დასაწყისში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა, Black Sea Petroleum-მა, განაცხადა რომ უახლოეს თვეებში რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს.