საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომობილით განახლდა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაპატრულო პოლიციის ავტოპარკი
საპატრულო პოლიციის ავტოპარკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
შსს-ს ცნობით, ახალი ავტომობილები საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომობილით განახლდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროგრამის მიზანია პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
„ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა როგორც მსუბუქი, ისე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები, მათ შორის, ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფის, მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით რეგულარულად აახლებს. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება
ყველა ახალი ამბავი
0