ქუთაისში ავტომანქანის გაქურდვა სცადეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში გვიან ღამით ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანის გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირის დადგენა-დაკავების მიზნით.
გამოძიება სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0