მგზავრობის საფასურის გამო არასრულწლოვანმა თბილისში ტაქსის მძღოლი დაჭრა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არასრულწლოვანს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0