17 მანქანის შესაძენად გადარიცხული ნახევარი მლნ დოლარი მიითვისეს: დაკავებულია 2 პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით დაზარალებული მოატყუეს და 17 ავტომანქანის შესაძენად გადარიცხულ 450, 9 ათასი აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ, რის შემდეგაც მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ორი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.
გამოძიება სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0