თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიИзбрание меры пресечения И. Гаврикову, попавшему в ДТП с автобусами военных
Избрание меры пресечения И. Гаврикову, попавшему в ДТП с автобусами военных - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ. მათ შორის ერთ-ერთი ქალია.
სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, „ალფა -პვპ“ და „მეფედრონი“.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0