https://sputnik-georgia.com/20260731/mtavrobam-universitetebis-dapinansebis-modeli-daamtkica-299886617.html
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა
Sputnik საქართველო
2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მლნ ლარს მიაღწევს. 31.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-31T15:00+0400
2026-07-31T15:00+0400
2026-07-31T15:00+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946822_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_8d8ecb589a54fc5556e50a3b2790992c.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მთავრობამ 2026 წელს უმაღლესი განათლების რეფორმა დაიწყო - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები დაფინანსების ახალ მოდელზე გადადიან, რამდენიმე ფაკულტეტზე კვოტები შეიცვალა, აბიტურიენტების განაცხადს პროფესიული განათლება დაემატა და სხვ. მინისტრმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული. უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და ის ორ ძირითად კომპონენტს, საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას მოიცავს. საბაზო დაფინანსება საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების — ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით. ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა რაოდენობაც, რაც სასწავლო პროცესთან და სტუდენტების მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს. შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი ეტაპობრივად დაემატება საბაზო დაფინანსებას და რომელიც სახელმწიფო დაკვეთის შესრულების შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ეს მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: უწყების ცნობით, სამინისტრო ინდივიდუალურად განსაზღვრავს სახელშეკრულებო დაფინანსების პირობებს თითოეული უნივერსიტეტის მისიის, მიზნების, პროფილისა და რესურსების გათვალისწინებით. შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ეროვნული მიზნების მიღწევაში და მუდმივად იყოს განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაფინანსების ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი და აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების უზრუნველყოფა. დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მლნ ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მლნ ლარს მიაღწევს. უწყების ცნობით, დაფინანსების ახალ მოდელზე საქართველოს განათლების, სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად რამდენიმე წელია მუშაობს. ახალი მოდელი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით პროექტის — „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი, საქართველო I2Q (WB)“ ფარგლებში შემუშავდა. უმაღლესი განათლების რეფორმა უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, რაც ნიშნავს, რომ უკვე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია, სწავლის ყველა საფეხური მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში განსაზღვრულია 21 600 ადგილი უფასო სწავლებისთვის. გარდა ამისა, უნივერსიტეტები უკვე გადავიდნენ ბაკალავრიატის სამწლიან სწავლებაზე 80 პროცენტ მიმართულებებზე და მაგისტრატურის ერთი პლუს ერთ სწავლებაზე, სადაც ერთია სტანდარტული მაგისტრატურა, ხოლო კიდევ ერთი წელიწადი შესაბამისი კრედიტების კონტექსტში საჭიროა, რათა მესამე საფეხურის მიმართულებით, ანუ სადოქტორო მიმართულებით სწავლება ვისაც სურს, მას ჰქონდეს შესაძლებლობა, შესაბამისი კრედიტები დააგროვოს და ჰქონდეს ჩაბარების საფუძველი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946822_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_053492986521193930078d6bf65137a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა
2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მლნ ლარს მიაღწევს.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მთავრობამ 2026 წელს უმაღლესი განათლების რეფორმა დაიწყო - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები დაფინანსების ახალ მოდელზე გადადიან, რამდენიმე ფაკულტეტზე კვოტები შეიცვალა, აბიტურიენტების განაცხადს პროფესიული განათლება დაემატა და სხვ.
„რეფორმის ფარგლებში ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ. მთავარი ამოცანაა, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მაქსიმალურად მორგებული იყოს იმ საჭიროებებზე, რომლებიც დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვთ. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ კვლევითი კომპონენტები, სამეცნიერო პროექტების განხორციელება და ინტერნაციონალიზაცია“, – განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.
უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და ის ორ ძირითად კომპონენტს, საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას მოიცავს.
საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების — ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით.
ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა რაოდენობაც, რაც სასწავლო პროცესთან და სტუდენტების მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს.
შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება
შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი ეტაპობრივად დაემატება საბაზო დაფინანსებას და რომელიც სახელმწიფო დაკვეთის შესრულების შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ეს მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ხარისხის გაუმჯობესება;
ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
რეგიონული განვითარების ხელშეწყობა;
უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
უწყების ცნობით, სამინისტრო ინდივიდუალურად განსაზღვრავს სახელშეკრულებო დაფინანსების პირობებს თითოეული უნივერსიტეტის მისიის, მიზნების, პროფილისა და რესურსების გათვალისწინებით.
შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ეროვნული მიზნების მიღწევაში და მუდმივად იყოს განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაფინანსების ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი და აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების უზრუნველყოფა.
დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მლნ ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მლნ ლარს მიაღწევს.
უწყების ცნობით, დაფინანსების ახალ მოდელზე საქართველოს განათლების, სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად რამდენიმე წელია მუშაობს. ახალი მოდელი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით პროექტის — „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი, საქართველო I2Q (WB)“ ფარგლებში შემუშავდა.
უმაღლესი განათლების რეფორმა
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, რაც ნიშნავს, რომ უკვე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია, სწავლის ყველა საფეხური მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.
სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში განსაზღვრულია 21 600 ადგილი უფასო სწავლებისთვის.
გარდა ამისა, უნივერსიტეტები უკვე გადავიდნენ ბაკალავრიატის სამწლიან სწავლებაზე 80 პროცენტ მიმართულებებზე და მაგისტრატურის ერთი პლუს ერთ სწავლებაზე, სადაც ერთია სტანდარტული მაგისტრატურა, ხოლო კიდევ ერთი წელიწადი შესაბამისი კრედიტების კონტექსტში საჭიროა, რათა მესამე საფეხურის მიმართულებით, ანუ სადოქტორო მიმართულებით სწავლება ვისაც სურს, მას ჰქონდეს შესაძლებლობა, შესაბამისი კრედიტები დააგროვოს და ჰქონდეს ჩაბარების საფუძველი.