https://sputnik-georgia.com/20260731/mtavroba-diushenis-preparats-italiisgan-sheizens-299907070.html
მთავრობა დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის იტალიურ მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს
მთავრობა დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის იტალიურ მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს
Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. 31.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-31T21:42+0400
2026-07-31T21:42+0400
2026-07-31T21:42+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის 4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს წარმართავდა და ერთ-ერთი პრეპარატის შეძენას განახორციელებდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრა და კანცელარიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციები.სარჯველაძის განცხადებით, საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
მთავრობა დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის იტალიურ მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს
საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის 4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს წარმართავდა და ერთ-ერთი პრეპარატის შეძენას განახორციელებდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრა და კანცელარიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციები.
„ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის, ექვსი 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. მინდა, მადლობა გადავუხადო მშობლებს, რომლებიც სახელმწიფოს დაეხმარნენ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება სამინისტროსთვის ძალზე მნიშვნელოვანია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.
სარჯველაძის განცხადებით, საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.
„რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომლის თაობაზეც ადრე იყო საუბარი, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ცხადია, გავუზიარებთ ინფორმაციას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.
დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.