https://sputnik-georgia.com/20260730/maswavleblebis-gadamzadebis-programa-gamoqveynda-299870846.html
მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადებისთვის პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა
მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადებისთვის პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა
Sputnik საქართველო
მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება წელს 18-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გამოაცხადა. 30.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-30T17:29+0400
2026-07-30T17:29+0400
2026-07-30T17:29+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23472/35/234723573_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_503d9885c4c6bdc18e5a2d40e5e0bc6a.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოაქვეყნა, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობარი მოიცავს ინფორმაციას იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და მისაღები ადგილების შესახებ, რომლებზეც აპლიკანტებს 2026-2027 სასწავლო წლისთვის განაცხადის წარდგენა შეუძლიათ. უწყების ცნობით, საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას 18 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს - 12 სახელმწიფო და 6 კერძო. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამის სტანდარტზე დაფუძნებული 60-კრედიტიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც მომავალი მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება. პროგრამების ხანგრძლივობა არანაკლებ ერთ სასწავლო წელს შეადგენს, რომელთა წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა შესაბამის საგანში მიღებული შედეგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის კი აუცილებელია საბაზო პროფესიული უნარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23472/35/234723573_111:0:1000:667_1920x0_80_0_0_0397dd7fe80051b5433d6708b8757c66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადებისთვის პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა
მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება წელს 18-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გამოაცხადა.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოაქვეყნა, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობარი მოიცავს ინფორმაციას იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და მისაღები ადგილების შესახებ, რომლებზეც აპლიკანტებს 2026-2027 სასწავლო წლისთვის განაცხადის წარდგენა შეუძლიათ.
უწყების ცნობით, საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას 18 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს - 12 სახელმწიფო და 6 კერძო.
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ჯამში გამოცხადებულია 2302 ადგილი, საიდანაც 2112 ადგილი განსაზღვრულია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის, ხოლო 190 ადგილი – სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.
მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამის სტანდარტზე დაფუძნებული 60-კრედიტიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც მომავალი მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება.
პროგრამების ხანგრძლივობა არანაკლებ ერთ სასწავლო წელს შეადგენს, რომელთა წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა შესაბამის საგანში მიღებული შედეგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება.
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის კი აუცილებელია საბაზო პროფესიული უნარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.