1-ელი სექტემბრიდან საქართველოში ჩაის ხარისხსა და გაყიდვაზე მკაცრი წესები ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ჩაი
ქართული ჩაი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2026
გამოწერა
ჩაის ხარისხს ეროვნული სურსათის სააგენტო გააკონტროლებს.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ჩაის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც არეგულირებს როგორც ჩაის ხარისხს, ისე მისი საქართველოს ბაზრებზე გაყიდვის უფლებას, ძალაში 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა.
17 ივლისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემული 333-ე დადგენილების მიხედვით, „ჩაის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი" ადგენს სხვადასხვა სახეობის ჩაის, ჩაის ბუჩქის ანუ ჩინური კამელიას Camellia sinensis (L) O. Kuntze-ს დუყისგან დამზადებული სასმელის – ჩაის მიმართ მოთხოვნებს და ბიზნესოპერატორის მიერ ჩაის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს აწესრიგებს.
პირობების თანახმად, საქართველოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს რეგლამენტის ყველა მოთხოვნას, სადაც გაწერილია როგორც ჩაის ფოთლის გადამუშავების წესები, ისე მისაღები სასმელის სახეობები.
ამასთან, ჩაიდ ჩაითვლება მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ჩაის ფოთლებისგან და არ შეიცავს სხვა კომპონენტებს. დანამატებიან ჩაიდ ჩაითვლება ჩაი, რომელშიც დანამატების წილი არ აღემატება 49%-ს.
ხოლო პროდუქტი, რომელშიც ჩაის ფოთლის შემცველობა 50%-ზე ნაკლებია, რეგლამენტის მიხედვით უკვე ჩაის სასმელად ჩაითვლება.
ჩაი - შავიც და მწვანეც, ხუთ ხარისხად (კატეგორიად) დაიყოფა: „ბუკეტი“, „უმაღლესი ხარისხი“, „პირველი ხარისხი“, „მეორე ხარისხი“ და „მესამე ხარისხი“. ხარისხი დამოკიდებული იქნება არომატზე, გემოზე, ნაყენის ხარისხზე, ფოთლების სახეობასა და მათ გარეგნულ იერზე.
რეგლამენტი ასევე განსაზღვრავს ჩაის ტენიანობის დასაშვებ ნორმებს, ნალექს, დასაშვებ არომატიზატორებსა და დანამატებს.
ჩაის ხარისხს ეროვნული სურსათის სააგენტო გააკონტროლებს.
ყველა ახალი ამბავი
0