თელავში სტიქიის გამო დაზარალებული მძღოლები ახალ სანომრე ნიშნებს უფასოდ მიიღებენ

სტიქია თელავში
სტიქია თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2026
გამოწერა
განაცხადების მიღება მიმდინარეობს და დასრულდება 2026 წლის 24 აგვისტოს
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თელავში სტიქიური მოვლენების შედეგად სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ან დაკარგული სანომრე ნიშნის აღდგენა უფასოდ იქნება შესაძლებელი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი მოვიდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს.
„მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობას და სანომრე ნიშნების აღდგენას გეგმავენ, შეუძლიათ, 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით მიმართონ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, 12 ივლისს თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, სააგენტომ იძულებით გააუქმა 13 ივლისს დაგეგმილი მართვის მოწმობის მისაღები როგორც პირველი (მოედანი), ისე მეორე (ქალაქი) ეტაპის პრაქტიკული გამოცდები. სააგენტომ პრაქტიკული გამოცდები 14 ივლისიდან განაახლა.
ყველა ახალი ამბავი
0