https://sputnik-georgia.com/20260729/mtavrobashi-axali-uckeba-sheiqmneba-299863483.html
საქართველოს მთავრობაში ახალი უწყება შეიქმნება
საქართველოს მთავრობაში ახალი უწყება შეიქმნება
Sputnik საქართველო
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი... 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T21:00+0400
2026-07-29T21:00+0400
2026-07-29T21:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/02/295177595_0:182:2048:1334_1920x0_80_0_0_5a27254f04a8f9ced0c556b9307c860c.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე დაიკავებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.პრემიერის თქმით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში, არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. მთავრობის გეგმებშია, სექტემბრის პირველ კვირაში, პარლამენტის მუშაობის დაწყების შემდეგ, გააუქმოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატით ჩაანაცვლოს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.მამუკა მდინარაძის შესახებგანათლებით იურისტმა მამუკა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. ადვოკატის ლიცენზიის მიღების შემდეგ, 2007-დან 2014 წლამდე პერიოდში იყო „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი, შემდეგ მან დააფუძნა საკუთარი კომპანია – „მდინარაძე და პარტნიორები“.2016 წელს მდინარაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა: 2025 წლის სექტემბრამდე იგი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მას შემდეგ წავიდა, რაც სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მდინარაძე ამ უწყების შექმნის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილს დაინიშნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/02/295177595_14:0:2035:1516_1920x0_80_0_0_8e076edd1726d8ccd3d0ab14ffe64e2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველოს მთავრობაში ახალი უწყება შეიქმნება
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე დაიკავებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში, არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. მთავრობის გეგმებშია, სექტემბრის პირველ კვირაში, პარლამენტის მუშაობის დაწყების შემდეგ, გააუქმოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატით ჩაანაცვლოს.
„რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ხოლო სექტემბრის პირველ კვირამდე, მამუკა მდინარაძე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.
მამუკა მდინარაძის შესახებ
განათლებით იურისტმა მამუკა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. ადვოკატის ლიცენზიის მიღების შემდეგ, 2007-დან 2014 წლამდე პერიოდში იყო „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი, შემდეგ მან დააფუძნა საკუთარი კომპანია – „მდინარაძე და პარტნიორები“.
2016 წელს მდინარაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა: 2025 წლის სექტემბრამდე იგი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მას შემდეგ წავიდა, რაც სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მდინარაძე ამ უწყების შექმნის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილს დაინიშნა.