https://sputnik-georgia.com/20260729/kulturis-ministris-movaleobas-mixeil-kiknadze-sheasrulebs-299853777.html
ცნობილია, ვინ შეასრულებს კულტურის მინისტრის მოვალეობას
ცნობილია, ვინ შეასრულებს კულტურის მინისტრის მოვალეობას
Sputnik საქართველო
რუხაძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T14:00+0400
2026-07-29T14:00+0400
2026-07-29T14:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271828446_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_b6fe3a6ff540dd0f1e639e0c91e05acf.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“. 28 ივლისს თინათინ რუხაძემ პირადი განცხადების საფუძველზე კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, რის მიზეზადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მისმა პირველმა მოადგილე მაკა გურგენიძემაც. სხვა მოადგილეები - გიორგი მირცხულავა და გრიგოლ ცერცვაძე კი პოსტებზე დარჩნენ. გუშინვე, რუხაძის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დაინიშნა და შესაბამისად, კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. მიხეილ კიკნაძე ამ დრომდე კულტურის სამინისტროში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო. კულტურის სამინისტროში მისვლამდე კიკნაძე „საქართველოს რკინიგზაში" ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ კი კომპანია „ჯიარ ტრანზიტ ლაინის" შიდა მონიტორინგის მენეჯერი. რაც შეეხება თინათინ რუხაძეს, მან კულტურის მინისტრის პოსტი 2024 წლის 18 ოქტომბერს ჩაიბარა. მანამდე იგი ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271828446_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_34bc0c0ff05ee96169d08c8058072590.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ცნობილია, ვინ შეასრულებს კულტურის მინისტრის მოვალეობას
რუხაძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
28 ივლისს თინათინ რუხაძემ პირადი განცხადების საფუძველზე კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, რის მიზეზადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მისმა პირველმა მოადგილე მაკა გურგენიძემაც. სხვა მოადგილეები - გიორგი მირცხულავა და გრიგოლ ცერცვაძე კი პოსტებზე დარჩნენ.
გუშინვე, რუხაძის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დაინიშნა და შესაბამისად, კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
მიხეილ კიკნაძე ამ დრომდე კულტურის სამინისტროში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო.
კულტურის სამინისტროში მისვლამდე კიკნაძე „საქართველოს რკინიგზაში" ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ კი კომპანია „ჯიარ ტრანზიტ ლაინის" შიდა მონიტორინგის მენეჯერი.
რაც შეეხება თინათინ რუხაძეს, მან კულტურის მინისტრის პოსტი 2024 წლის 18 ოქტომბერს ჩაიბარა. მანამდე იგი ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.