https://sputnik-georgia.com/20260728/policiam-1-piri-daakava-299839930.html
დააკავეს კაცი, რომელმაც დაზარალებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო გაუვრცელა
დააკავეს კაცი, რომელმაც დაზარალებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო გაუვრცელა
Sputnik საქართველო
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 28.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-28T18:00+0400
2026-07-28T18:00+0400
2026-07-28T18:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა აპლიკაცია WhatsApp-ის გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტომასალა, ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო კი „მესენჯერის“ საშუალებით სხვა პირს გადაუგზავნა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მუხლებით (ადევნება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
დააკავეს კაცი, რომელმაც დაზარალებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო გაუვრცელა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა აპლიკაცია WhatsApp-ის გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტომასალა, ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო კი „მესენჯერის“ საშუალებით სხვა პირს გადაუგზავნა.
„ასევე ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 ივლისს დააკავეს.
მას ბრალდება სსკ-ის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მუხლებით (ადევნება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.