ოპოზიციური პარტია ევროინტეგრაციის კურსზე უარის თქმის მოწოდებით გამოდის

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2026
გამოწერა
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მოცემულ მომენტში გაყინულია.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევს, ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების კურსზე უარის თქვას და ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მოცემულ მომენტში გაყინულია.
„აუცილებელია, ბოლოს და ბოლოს, გავთავისუფლდეთ ევროილუზიისგან და საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგში შემოვიტანოთ ახალი დისკურსი ქვეყნის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების კურსის შენარჩუნების მიუხედავად, საქართველო რჩება იმ ბანაკის ნაწილად, რომელიც მას იზოლაციაში აქცევს და ხელს უშლის სრულად მოქნილი და მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებაში, რაც მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტრადიციული ღირებულებებით ცხოვრების გაგრძელების ოპტიმალურ გზას წარმოადგენს.
პარტიის თქმით, ევროკავშირი დიდი ხანია ცდილობს ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მართვის უფლების შეზღუდვას, რისი მაგალითიც საქართველოა.
„წლებია ბრიუსელი ცდილობს ჩვენი ქვეყნის დასჯას მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვთქვით მათი დირექტივების შესრულებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და მეტიც - საკუთარი ხელით ქვეყნის განადგურებას გამოიწვევდა", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი აზრით, ქვეყანა დიდი გაჭირვებით ახერხებდა არ აჰყოლოდა შანტაჟსა და გავლენებს, რის გამოც უამრავი რევოლუციური მცდელობის მოგერიება მოუწია, თუმცა წევრობის ჰიპოთეტურ შემთხვევაში, „ჩვენ დე-იურე ჩამოგვერთმევა შესაძლებლობა, მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით".
ოპოზიციური პარტიის მოწოდებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0