https://sputnik-georgia.com/20260728/kobaxidze-chinettan-urtiertobebze-299833158.html
პრემიერი: ჩინეთი საქართველოს თანასწორ პარტნიორად განიხილავს
პრემიერი: ჩინეთი საქართველოს თანასწორ პარტნიორად განიხილავს
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია. 28.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-28T12:51+0400
2026-07-28T12:51+0400
2026-07-28T12:51+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/1c/299832266_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_20517268bd25c6a9ce56b1eb016e38f1.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ჩინეთი საქართველოს თანასწორ, პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.აღნიშნული განცხადება კობახიძემ ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მყარი საფუძველი შექმნა, ბოლო წლებში კი თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა.პრემიერის თქმით, დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით.მისი თქმით, მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია. მან ასევე ხაზი გაუსვა უვიზო რეჟიმისა და ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის გაფართოების დადებით ეფექტს.„დღეს სამი ჩინური ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს საქართველოს მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ტურიზმის, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ელჩ ჭოუ ციენს, ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/1c/299832266_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_b2a3d9fc8d60c3c22f7720a7a28867cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
პრემიერი: ჩინეთი საქართველოს თანასწორ პარტნიორად განიხილავს
კობახიძის თქმით, ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ჩინეთი საქართველოს თანასწორ, პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნული განცხადება კობახიძემ ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მყარი საფუძველი შექმნა, ბოლო წლებში კი თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა.
„ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს თანასწორ, პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით დასაფასებელია", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით.
მისი თქმით, მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია. მან ასევე ხაზი გაუსვა უვიზო რეჟიმისა და ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის გაფართოების დადებით ეფექტს.
„დღეს სამი ჩინური ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს საქართველოს მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ტურიზმის, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ელჩ ჭოუ ციენს, ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
„თქვენმა პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების არსებით გაღრმავებაში. გისურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში და იმედი მაქვს, რომ საქართველო ყოველთვის დარჩება იმ ქვეყნად, რომელსაც სიყვარულით გაიხსენებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).