სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი სექტემბერში გამოცხადდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის კანცელარიის შენობა
მთავრობის კანცელარიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2026
გამოწერა
გასულ წელს სტაჟირების მონაწილეთა თითქმის 50%-მა გააგრძელა სტაჟირება ან დასაქმდა იმ სახელმწიფო უწყებაში, სადაც სტაჟირება გაიარა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. 2026 წლის 1-ელ სექტემბერს ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებაზე დაახლოებით სამი ათასი ვაკანსია გამოცხადდება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამის შემოღების ინიციატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა. მისი თქმით, ეს ახალგაზრდებს დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. პროგრამა 2024 წლიდან მოქმედებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში. 1-ელი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, გასულ წელს სტაჟირების მონაწილეთა თითქმის 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა იმ სახელმწიფო უწყებაში, სადაც სტაჟირება გაიარა. როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პროგრამის წყალობით სახელმწიფო სტრუქტურებში მოდის მოტივირებული ახალგაზრდების სრულიად ახალი თაობა, რომლებც უნდა ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, მიიღონ გამოცდილება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეიძინონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა.
„მერწმუნეთ, საჯარო სექტორში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაპზე, შეიძლება, მათ შორის, ბიზნესშიც გამოადგეთ ამ ახალგაზრდებს და ძალიან ვგულშემატკივრობთ ამ პროგრამას", - განაცხადა მან.
როგორ ჩატარდება სტაჟირება
სამთავრობო უწყებებში სტაჟირების წესის მიხედვით, სტაჟიორს უნდა ჰქონდეს დამთავრებული უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ან უნდა სწავლობდეს ბოლო კურსზე.
პროგრამაში მოსახვედრად მან უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, არ ჰქონდეს ნასამართლეობა განზრახ დანაშაულზე და წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
სტაჟირებაზე მიღება ხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსზე განაცხადები მიიღება ელექტრონულად.
ყველა ახალი ამბავი
0