სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გაიზარდა

© Kakhetis Mkhare
გამოწერა
თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის ბიუჯეტიდან რეგიონებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა დამატებით 1 320 000 ლარით გაიზარდა და ჯამურმა მოცულობამ 49.815,650 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, მუნიციპალიტეტებისთვის სტიქიის სალიკვიდაციოდ ჯამში 40.426,650 ლარი იყო გათვალისწინებული. 18 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, ბიუჯეტი პირველად გაიზარდა 47.985,650 ლარამდე, 16 ივლისით დათარიღებულ განკარგულების თანახმად კი თანხის ჯამურო მოცულობა 49.815,650 ლარამდე გაიზარდა.
დოკუმენტის თანახმად, სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.
ამასთან, ფინანსური დახმარების მიმღები მუნიციპალიტეტების ჩამონათვალს ბორჯომიც დაემატა. ახლა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის თანხას უკვე 31 მუნიციპალიტეტი მიიღებს.
აღნიშნული დაფინანსება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდება:
ბაღდათის მუნიციპალიტეტი - 2 400 000 ლარი;
სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 125 000 ლარი;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - 7 996 500 ლარი;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 6 850 000 ლარი;
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - 4 850 000 ლარი;
ცაგერის მუნიციპალიტეტი - 2 000 000 ლარი;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 2 415 950 ლარი;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი - 1 303 300 ლარი;
საჩხერის მუნიციპალიტეტი - 2 780 000 ლარი;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - 1 400 000 ლარი;
ხაშურის მუნიციპალიტეტი - 270 000 ლარი;
ჭიათურის მუნიციპალიტეტი - 452 000 ლარი;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 864 900 ლარი;
ახალციხის მუნიციპალიტეტი - 445 000 ლარი;
ლენტეხის მუნიციპალიტეტი- 950 000 ლარი;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - 515 000 ლარი;
ყვარლის მუნიციპალიტეტს - 2 100 000 ლარი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 2 240 000 ლარი;
მესტიის მუნიციპალიტეტი - 305 000 ლარი;
მარტვილის მუნიციპალიტეტი - 259 000 ლარი;
სენაკის მუნიციპალიტეტი - 1 445 000 ლარი;
მცხეთის მუნიციპალიტეტი - 1 280 000 ლარი;
დუშეთის მუნიციპალიტეტი - 435 000 ლარი;
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - 1 310 000 ლარი;
თიანეთის მუნიციპალიტეტი - 1 200 000 ლარი;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - 364 000 ლარი;
გურჯაანის მუნიციპალიტეტი - 300 000 ლარი;
თელავის მუნიციპალიტეტი - 1 165 000 ლარი;
ბოლნისის მუნიციპალიტეტი - 1 000 000 ლარი;
ადიგენის მუნიციპალიტეტი - 500 000 ლარი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტი - 295 000 ლარი.
საქართველოში ბოლო წლებში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიური მოვლენებს ადგილი საქართველოში ილისშიც ჰქონდა. 12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი მოვიდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს.
19 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად კი ადიდებულმა მდინარეებმა და მეწყრულმა პროცესებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში შექმნა პრობლემა - ჩოლურისა და ლაშხეთის თემის 30-მდე სოფელი გზის ჩავარდნისა და ღვარცოფის გამო გარესამყაროს იყო მოწყვეტილი.