სარკინიგზო მაგისტრალიდან სპილენძის სადენების ქურდობისთვის ოთხი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2026
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალიდან ჩამოჭრეს და მოიპარეს 300 მეტრამდე სპილენძის სადენი.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალ სადენებს ავტომობილში ტვირთავდნენ.
პოლიციამ „საქართველოს რკინიგზის" კუთვნილი სპილენძის სადენები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0