https://sputnik-georgia.com/20260726/ra-egireba-skolis-pormebi-299812347.html
ცნობილია, რა ეღირება საჯარო სკოლების მოსწავლეთა სასკოლო ფორმები
ცნობილია, რა ეღირება საჯარო სკოლების მოსწავლეთა სასკოლო ფორმები
Sputnik საქართველო
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია. 26.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-26T12:13+0400
2026-07-26T12:13+0400
2026-07-26T12:13+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0f/282293921_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_ddeff8dcc53171afcfbd3af2441855ab.jpg
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. განათლების სამინისტრომ სასკოლო პიჯაკის ღირებულება – 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით განსაზღვრა. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება. შესაბამისი ბრძანება, რომლითაც საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური დადგინდა, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გამოსცა. ბრძანების თანახმად, განისაზღვრა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის თითოეული ერთეულის რეალიზაციის კონკრეტული საფასური: ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დადგენილი სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია. საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების სამინისტრო შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს. საქართველოში დაფუძნებული კომპანია ჩინური მწარმოებლის წარმომადგენელია, რომლის სამკერვალო საწარმო ჯიანგსუს პროვინციაში მდებარეობს და სასკოლო ფორმების წარმოებაზე სპეციალიზდება. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1,8 ლნ ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს. როგორც მანამდე განათლების მინისტრმა განაცხადა, სამინისტროს მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად მოწოდებულ იქნება ფორმები მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისაც. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 60 ათას ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს. სკოლებში წელს ფორმების მოწოდება სამ ეტაპად მოხდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით. წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით შედის ფორმები სკოლებში, მას ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მინისტრის განმარტებით, მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასშიც მოუწევს ფორმის ჩაცმა. მშობლებს წინასწარ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ფორმების რეალიზაციის პუნქტების თაობაზე, რომლებიც გაიხსნება როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0f/282293921_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_5525138a5aa64887cab8b500adb4154c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
ცნობილია, რა ეღირება საჯარო სკოლების მოსწავლეთა სასკოლო ფორმები
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია.
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. განათლების სამინისტრომ სასკოლო პიჯაკის ღირებულება – 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით განსაზღვრა.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება.
შესაბამისი ბრძანება, რომლითაც საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური დადგინდა, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გამოსცა.
ბრძანების თანახმად, განისაზღვრა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის თითოეული ერთეულის რეალიზაციის კონკრეტული საფასური:
სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის) - 45 ლარი;
სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის) - 25 ლარი;
სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის) - 45 ლარი;
სასკოლო შარვალი (გოგოსთვის) - 25 ლარი;
სასკოლო ქვედაკაბა (როგორც მოკლე, ისე გრძელი) - 25 ლარი.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დადგენილი სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია.
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების სამინისტრო შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს. საქართველოში დაფუძნებული კომპანია ჩინური მწარმოებლის წარმომადგენელია, რომლის სამკერვალო საწარმო ჯიანგსუს პროვინციაში მდებარეობს და სასკოლო ფორმების წარმოებაზე სპეციალიზდება. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1,8 ლნ ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.
როგორც მანამდე განათლების მინისტრმა განაცხადა, სამინისტროს მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად მოწოდებულ იქნება ფორმები მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისაც.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 60 ათას ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს.
სკოლებში წელს ფორმების მოწოდება სამ ეტაპად მოხდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული.
პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით.
წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით შედის ფორმები სკოლებში, მას ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მინისტრის განმარტებით, მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასშიც მოუწევს ფორმის ჩაცმა.
მშობლებს წინასწარ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ფორმების რეალიზაციის პუნქტების თაობაზე, რომლებიც გაიხსნება როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებში.