https://sputnik-georgia.com/20260726/gudaurshi-siaxleebi-igegmeba-299815873.html
მოძრავი ხალიჩა, ბიგელები და ხელოვნური გათოვლიანება: რა სიახლეები იგეგმება გუდაურში
მოძრავი ხალიჩა, ბიგელები და ხელოვნური გათოვლიანება: რა სიახლეები იგეგმება გუდაურში
Sputnik საქართველო
პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ ლარს შეადგენს. 26.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-26T19:39+0400
2026-07-26T19:39+0400
2026-07-26T19:39+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ზამთრის კურორტები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810758_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_cbd285aedd3c331eb08fe7d9eb7050af.jpg
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. გუდაურში ორი საბაგიროს დემონტაჟი და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მისნიტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. კერძოდ, მთავრობამ შპს „ემ თი ეის“ (MTA) ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაავალა, რომლის მიზანი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარება და ტურისტული პოტენციალის ამაღლებაა. განკარგულების თანახმად, კურორტზე დაგეგმილია არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი დემონტაჟი და ახალი სისტემების მონტაჟი: დემონტაჟი: კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გუდაურში არსებული საბაგიროების - „ხადასა“ (600 მეტრი) და „სნოუპარკის“ (815 მეტრი) დემონტაჟი, მიღებული ქონების ჩამოწერა და განკარგვა; ახალი ინფრასტრუქტურა: იგეგმება ორი ერთეული ბიგელის (საჩოჩიალო, საერთო სიგრძით 1 400 მეტრი) და დახურული ტიპის მოძრავი ხალიჩის (საერთო სიგრძით 200 მეტრი) მონტაჟი; ხელოვნური გათოვლიანება: სასრიალო ტრასების ნაწილი (საერთო სიგრძით 7.7 ათასი მეტრი) აღიჭურვება ხელოვნური გათოვლიანების სისტემით. საბაგირო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში MTA-ს ევალება ყველა საჭირო ლიცენზიის, ნებართვისა და შესაბამისი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის მოპოვება/უზრუნველყოფა, რათა ახალი საბაგიროებისა და ატრაქციონების ექსპლოატაცია უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს. განკარგულების მიხედვით, კომპანიამ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ეტაპობრივად უნდა დაიწყოს და 2026 წლის 15 დეკემბრამდე დაასრულოს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ ლარს შეადგენს. საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ოთხივე კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი ჩვეულებრივ იხსნება დეკემბრის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე. კურორტი გუდაური თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში, ყაზბეგის რაიონში მდებარეობს — ჯვრის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე. გუდაურის ინფრასტრუქტურა მოიცავს სხვადასხვა დონის სამთო-სათხილამურო ტრასებს და საბაგიროებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810758_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_b1ff9acccc33d0208c1801640f53e692.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ზამთრის კურორტები , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ზამთრის კურორტები , საზოგადოება, ახალი ამბები
მოძრავი ხალიჩა, ბიგელები და ხელოვნური გათოვლიანება: რა სიახლეები იგეგმება გუდაურში
პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. გუდაურში ორი საბაგიროს დემონტაჟი და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მისნიტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
კერძოდ, მთავრობამ შპს „ემ თი ეის“ (MTA) ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაავალა, რომლის მიზანი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარება და ტურისტული პოტენციალის ამაღლებაა.
განკარგულების თანახმად, კურორტზე დაგეგმილია არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი დემონტაჟი და ახალი სისტემების მონტაჟი:
დემონტაჟი: კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გუდაურში არსებული საბაგიროების - „ხადასა“ (600 მეტრი) და „სნოუპარკის“ (815 მეტრი) დემონტაჟი, მიღებული ქონების ჩამოწერა და განკარგვა;
ახალი ინფრასტრუქტურა: იგეგმება ორი ერთეული ბიგელის (საჩოჩიალო, საერთო სიგრძით 1 400 მეტრი) და დახურული ტიპის მოძრავი ხალიჩის (საერთო სიგრძით 200 მეტრი) მონტაჟი;
ხელოვნური გათოვლიანება: სასრიალო ტრასების ნაწილი (საერთო სიგრძით 7.7 ათასი მეტრი) აღიჭურვება ხელოვნური გათოვლიანების სისტემით.
საბაგირო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში MTA-ს ევალება ყველა საჭირო ლიცენზიის, ნებართვისა და შესაბამისი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის მოპოვება/უზრუნველყოფა, რათა ახალი საბაგიროებისა და ატრაქციონების ექსპლოატაცია უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს.
განკარგულების მიხედვით, კომპანიამ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ეტაპობრივად უნდა დაიწყოს და 2026 წლის 15 დეკემბრამდე დაასრულოს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ ლარს შეადგენს.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ოთხივე კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი ჩვეულებრივ იხსნება დეკემბრის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე.
კურორტი გუდაური თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში, ყაზბეგის რაიონში მდებარეობს — ჯვრის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე.
გუდაურის ინფრასტრუქტურა მოიცავს სხვადასხვა დონის სამთო-სათხილამურო ტრასებს და საბაგიროებს.