https://sputnik-georgia.com/20260726/evrokavshiris-mier-dasanqcirebuli-kriptokompaniebi-saqartveloshi-ar-operireben-299814388.html
სებ-ი: ევროკავშირის მიერ სანქცირებული კრიპტოკომპანიები ქვეყანაში არ ოპერირებენ
სებ-ი: ევროკავშირის მიერ სანქცირებული კრიპტოკომპანიები ქვეყანაში არ ოპერირებენ
Sputnik საქართველო
ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიმართ მეორადი შეზღუდვები დაამტკიცა 26.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-26T16:49+0400
2026-07-26T16:49+0400
2026-07-26T16:49+0400
საქართველო
ევროკავშირი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24083/19/240831957_0:342:3648:2394_1920x0_80_0_0_672cb6965d3f42ebd7d7427e52c3fc82.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვედრილი ოთხი კომპანია, რომლებიც საქართველოშია დარეგისტრირებული, საქართველოში საქმიანობას არ ეწეოდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშიევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიმართ მეორადი შეზღუდვები დაამტკიცა – ტრანზაქციების აკრძალვა შეეხო ქართულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და რამდენიმე ადგილობრივ კრიპტოვალუტის სერვისს.უწყების ცნობით, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული კომპანიები - შპს „ეი-აი-ფორი“, შპს „აბცექსი“, შპს „რაპირა გრუპი“, Exnode, Exnode Pay (Arvix) და შპს „არვიქსი“ არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს.უწყების განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.„ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება", - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ანტირუსული სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის ფარგლებში შეზღუდვები დაწესდა 48 ფიზიკური და 170 იურიდიული პირის მიმართ - ევროკავშირმა აკრძალა ამ კომპანიებთან ნებისმიერი ფინანსური და კომერციული ტრანზაქციის განხორციელება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24083/19/240831957_0:0:3648:2736_1920x0_80_0_0_e91935f050938cc898fbfc0cd879adad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროკავშირი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო, ევროკავშირი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, ქართულ–რუსული ურთიერთობები
სებ-ი: ევროკავშირის მიერ სანქცირებული კრიპტოკომპანიები ქვეყანაში არ ოპერირებენ
ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიმართ მეორადი შეზღუდვები დაამტკიცა
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვედრილი ოთხი კომპანია, რომლებიც საქართველოშია დარეგისტრირებული, საქართველოში საქმიანობას არ ეწეოდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში
ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიმართ მეორადი შეზღუდვები დაამტკიცა – ტრანზაქციების აკრძალვა შეეხო ქართულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და რამდენიმე ადგილობრივ კრიპტოვალუტის სერვისს.
უწყების ცნობით, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული კომპანიები - შპს „ეი-აი-ფორი“, შპს „აბცექსი“, შპს „რაპირა გრუპი“, Exnode, Exnode Pay (Arvix) და შპს „არვიქსი“ არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს.
„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ამასთან, მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.
„ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ანტირუსული სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის ფარგლებში შეზღუდვები დაწესდა 48 ფიზიკური და 170 იურიდიული პირის მიმართ - ევროკავშირმა აკრძალა ამ კომპანიებთან ნებისმიერი ფინანსური და კომერციული ტრანზაქციის განხორციელება.