https://sputnik-georgia.com/20260725/sapatrulo-policiam-narkodanasaulistvis-otxi-piri-daakava-299804206.html
საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა
საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 25.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-25T18:47+0400
2026-07-25T18:47+0400
2026-07-25T18:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 25 ივლ — Sputnik. საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს ოთხი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "მეთადონი", 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ და "გამომშრალი მარიხუანა". სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც ბრალდებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო კულტივირებას ახდენდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
თბილისი, 25 ივლ — Sputnik. საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს ოთხი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "მეთადონი", 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ და "გამომშრალი მარიხუანა".
სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც ბრალდებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო კულტივირებას ახდენდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.