ქვემო ქართლში სატვირთო მანქანის ქურდობისთვის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 25 ივლ — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მოპარული სატვირთოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიაგნო და ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0