https://sputnik-georgia.com/20260725/mawarasvili-yulevis-qarxnis-dasanqcirebit-saqartvelos-damoukidebeli-kursistvis-sjian-299809908.html
მაჭარაშვილი: ყულევის ქარხნის დასანქცირებით საქართველოს დამოუკიდებელი კურსისთვის სჯიან
მაჭარაშვილი: ყულევის ქარხნის დასანქცირებით საქართველოს დამოუკიდებელი კურსისთვის სჯიან
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ეცდება, დაარწმუნოს ევროპული მხარე, რომ ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციებს არანაირი საფუძველი არ აქვს, განაცხადა პოლიტიკოსმა 25.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-25T21:32+0400
2026-07-25T21:32+0400
2026-07-25T21:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ქართული ოცნება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეკონომიკა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/10/286355817_0:0:959:540_1920x0_80_0_0_61581be76d101f10de5f3146c234e6c7.jpg
საქართველოს ხელისუფლება ეცდება, დაარწმუნოს ევროპული მხარე, რომ ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციებს არანაირი საფუძველი არ აქვს, განაცხადა პოლიტიკოსმაპარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასანქცირება უკავშირდება არა რეალურ დარღვევებს, არამედ ევრობიუროკრატიის, ანუ „გლობალური ომის პარტიის“ პოლიტიკას.ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დაამტკიცა მეორადი შეზღუდვები საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე - სატრანზაქციო აკრძალვა ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ასევე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე. ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ამოქმედდება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ.„თუ მაინც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს იქნება დაყრდნობილი მხოლოდ და მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის იმ მიდგომაზე, რასაც ჰქვია – მოდი, ახლა დავსაჯოთ საქართველო, საზოგადოება, ბიზნესი, რათა როგორმე წამოვიყვანოთ ჩვენს მხარეს, ანუ გლობალური ომის პარტიის მხარეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.მაჭარაშვილის თქმით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ეცდება, დაარწმუნოს ევროპული მხარე, რომ ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციებს არანაირი საფუძველი არ აქვს.„ვნახოთ, როგორი იქნება მოლაპარაკებები და დარწმუნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ჭკვიანი მაინც აღმოჩნდეს ევრობიუროკრატიაში და თქვას, ხომ ხედავთ, რომ საქართველოში არ მოქმედებს სანქციები, პირიქით, ორმაგად უფრო ძლიერდება ქართული საზოგადოება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატიის მიდგომა საქართველოს მიმართ არის აბსოლუტურად უსამართლო, დაუსაბუთებელი. მისი თქმით, საუბარია მათ შორის, ე.წ. სანქციების სისტემაზე პიროვნებების მიმართ, თანამდებობის პირების მიმართ, ბიზნესის მიმართ.„ეს ყველაფერი რას უკავშირდება? ერთადერთი არის ის, რომ საქართველო არ იწყებს ომს რუსეთთან, არ ამტკიცებს გეიპარადებს, არ აკანონებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. ეს ხომ რეზოლუციებშიც წერია, ჩვენი მოგონილი არ არის, პირდაპირ წერენ. თუ არ ვცდები, 6 რეზოლუციაზე მეტია მიღებული, რომლებშიც უშუალოდ არის ჩაწერილი, რომ ბიზნესიც დასანქცირდება, თუ არ შესრულდება ევრობიუროკრატიის მოთხოვნები“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოსგან ითხოვენ „ქვეყნის დაქცევას, მოხდეს ის, რაც უკრაინაში ხდება“.მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მთავრობა იმედოვნებს რომ ევროკავშირი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ექვსი თვის შემდეგ მოხსნის სანქციებს, რომლებიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ დააწესა.ივლისის დასაწყისში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა, Black Sea Petroleum-მა, განაცხადა რომ უახლოეს თვეებში რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/10/286355817_94:0:947:640_1920x0_80_0_0_1c9750f56ba1e9f0279b2cc2f3533924.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საქართველოს ხელისუფლება ეცდება, დაარწმუნოს ევროპული მხარე, რომ ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციებს არანაირი საფუძველი არ აქვს, განაცხადა პოლიტიკოსმა
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასანქცირება უკავშირდება არა რეალურ დარღვევებს, არამედ ევრობიუროკრატიის, ანუ „გლობალური ომის პარტიის“ პოლიტიკას.
ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დაამტკიცა მეორადი შეზღუდვები საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე - სატრანზაქციო აკრძალვა ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ასევე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე. ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ამოქმედდება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ.
„თუ მაინც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს იქნება დაყრდნობილი მხოლოდ და მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის იმ მიდგომაზე, რასაც ჰქვია – მოდი, ახლა დავსაჯოთ საქართველო, საზოგადოება, ბიზნესი, რათა როგორმე წამოვიყვანოთ ჩვენს მხარეს, ანუ გლობალური ომის პარტიის მხარეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ეცდება, დაარწმუნოს ევროპული მხარე, რომ ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციებს არანაირი საფუძველი არ აქვს.
„ვნახოთ, როგორი იქნება მოლაპარაკებები და დარწმუნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ჭკვიანი მაინც აღმოჩნდეს ევრობიუროკრატიაში და თქვას, ხომ ხედავთ, რომ საქართველოში არ მოქმედებს სანქციები, პირიქით, ორმაგად უფრო ძლიერდება ქართული საზოგადოება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატიის მიდგომა საქართველოს მიმართ არის აბსოლუტურად უსამართლო, დაუსაბუთებელი. მისი თქმით, საუბარია მათ შორის, ე.წ. სანქციების სისტემაზე პიროვნებების მიმართ, თანამდებობის პირების მიმართ, ბიზნესის მიმართ.
„ეს ყველაფერი რას უკავშირდება? ერთადერთი არის ის, რომ საქართველო არ იწყებს ომს რუსეთთან, არ ამტკიცებს გეიპარადებს, არ აკანონებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. ეს ხომ რეზოლუციებშიც წერია, ჩვენი მოგონილი არ არის, პირდაპირ წერენ. თუ არ ვცდები, 6 რეზოლუციაზე მეტია მიღებული, რომლებშიც უშუალოდ არის ჩაწერილი, რომ ბიზნესიც დასანქცირდება, თუ არ შესრულდება ევრობიუროკრატიის მოთხოვნები“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოსგან ითხოვენ „ქვეყნის დაქცევას, მოხდეს ის, რაც უკრაინაში ხდება“.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მთავრობა იმედოვნებს რომ ევროკავშირი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ექვსი თვის შემდეგ მოხსნის სანქციებს, რომლებიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ დააწესა.
ივლისის დასაწყისში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა, Black Sea Petroleum-მა, განაცხადა რომ უახლოეს თვეებში რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს.