https://sputnik-georgia.com/20260724/wynetsi-sxvisi-miwis-tarliturad-gayidvas-cdilobda-tbilissi-erti-piri-daakaves-299791336.html
წყნეთში სხვისი მიწის თაღლითურად გაყიდვას ცდილობდა - თბილისში ერთი პირი დააკავეს
წყნეთში სხვისი მიწის თაღლითურად გაყიდვას ცდილობდა - თბილისში ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალდებული ქონების გასხვისებას უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით საჯარო რეესტრში დღეს ცდილობდა. 24.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-24T18:57+0400
2026-07-24T18:57+0400
2026-07-24T18:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ცდილობდა თაღლითურად გაესხვისებინა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონება, კერძოდ, წყნეთში მდებარე 18 ათასზე მეტი კვადრატული ფართობის მიწის ნაკვეთი. უწყების ცნობით, ბრალდებული აღნიშნული ქონების გასხვისებას უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით მიმდინარე წლის 24 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ცდილობდა. "მიწის შეძენის მსურველთან წინასწარი შეთანხმებით, სხვის კუთვნილ უძრავ ქონებას ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად – 1,2 მლნ აშშ დოლარად ასხვისებდა, რა დროსაც ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
წყნეთში სხვისი მიწის თაღლითურად გაყიდვას ცდილობდა - თბილისში ერთი პირი დააკავეს
ბრალდებული ქონების გასხვისებას უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით საჯარო რეესტრში დღეს ცდილობდა.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ცდილობდა თაღლითურად გაესხვისებინა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონება, კერძოდ, წყნეთში მდებარე 18 ათასზე მეტი კვადრატული ფართობის მიწის ნაკვეთი.
უწყების ცნობით, ბრალდებული აღნიშნული ქონების გასხვისებას უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით მიმდინარე წლის 24 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ცდილობდა.
"მიწის შეძენის მსურველთან წინასწარი შეთანხმებით, სხვის კუთვნილ უძრავ ქონებას ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად – 1,2 მლნ აშშ დოლარად ასხვისებდა, რა დროსაც ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.