https://sputnik-georgia.com/20260724/saqartvelosi-teroristuli-organizacia-islamuri-saxelmwifos-wevrebs-11-wlit-cixe-miusajes-299789833.html
საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს 11 წლით ციხე მიუსაჯეს
საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს 11 წლით ციხე მიუსაჯეს
Sputnik საქართველო
სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამოღებულია ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით. 24.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-24T16:04+0400
2026-07-24T16:04+0400
2026-07-24T16:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბრალდებულები მიმდინარე წლის აპრილში გარდაბანსა და აჭარაში დააკავეს.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანდნენ, მისი ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) დადეს და ტერორისტული საქმიანობაში დახმარების მიზნით, მზად იყვნენ შეესრულებინათ ნებისმიერი დავალება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები. აღნიშნულ პირებს ბრალი საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) ჰქონდათ წარდგენილი.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, აჭარა
საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს 11 წლით ციხე მიუსაჯეს
სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამოღებულია ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულები მიმდინარე წლის აპრილში გარდაბანსა და აჭარაში დააკავეს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანდნენ, მისი ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) დადეს და ტერორისტული საქმიანობაში დახმარების მიზნით, მზად იყვნენ შეესრულებინათ ნებისმიერი დავალება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები.
აღნიშნულ პირებს ბრალი საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) ჰქონდათ წარდგენილი.