https://sputnik-georgia.com/20260724/saqartvelosi-16-kilogramze-meti-sxvadasxva-saxis-narkotiki-amoires-dakavebulia-3-piri-299789959.html
საქართველოში 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 3 პირი
საქართველოში 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 3 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 24.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-24T16:38+0400
2026-07-24T16:38+0400
2026-07-24T16:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350224_312:9:2531:1257_1920x0_80_0_0_804e706a289165116b7b46d9e834efd1.png
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული. კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 14 კილოგრამამდე გამომშრალი "მარიხუანა", ერთ კილოგრამამდე "ჰაშიში", ერთ კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და "მეთადონი". უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არის პირი, რომლის მხილების მიზნით სამართალდამცველებმა მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი ჩაანაცვლეს და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350224_526:0:2260:1301_1920x0_80_0_0_94b931b8bda45ba418143180f2fcc5de.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
საქართველოში 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 3 პირი
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული. კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 14 კილოგრამამდე გამომშრალი "მარიხუანა", ერთ კილოგრამამდე "ჰაშიში", ერთ კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და "მეთადონი".
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არის პირი, რომლის მხილების მიზნით სამართალდამცველებმა მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი ჩაანაცვლეს და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.