https://sputnik-georgia.com/20260724/saqartvelos-sagareo-uwyeba-imedia-evrokavsiri-yulevis-qarxanas-sanqciebs-mouxsnis-299791633.html
საქართველოს საგარეო უწყება: იმედია ევროკავშირი ყულევის ქარხანას სანქციებს მოუხსნის
საქართველოს საგარეო უწყება: იმედია ევროკავშირი ყულევის ქარხანას სანქციებს მოუხსნის
Sputnik საქართველო
საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისათვის, განაცხადეს საგარეო უწყებაში 24.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-24T19:31+0400
2026-07-24T19:31+0400
2026-07-24T19:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკავშირი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ექვსი თვის შემდეგ მოხსნის სანქციებს, რომლებიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ დააწესა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დაამტკიცა მეორადი შეზღუდვები საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე - სატრანზაქციო აკრძალვა ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ასევე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე. ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ამოქმედდება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ.„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისათვის.როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.„საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.როგორც საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.ივლისის დასაწყისში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა, Black Sea Petroleum-მა, განაცხადა რომ უახლოეს თვეებში რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საქართველოს საგარეო უწყება: იმედია ევროკავშირი ყულევის ქარხანას სანქციებს მოუხსნის
საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისათვის, განაცხადეს საგარეო უწყებაში
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკავშირი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ექვსი თვის შემდეგ მოხსნის სანქციებს, რომლებიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ დააწესა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დაამტკიცა მეორადი შეზღუდვები საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე - სატრანზაქციო აკრძალვა ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ასევე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე. ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ამოქმედდება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისათვის.
როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.
„საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ივლისის დასაწყისში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა, Black Sea Petroleum-მა, განაცხადა რომ უახლოეს თვეებში რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს.